პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმიარსებობს თუ არა დემენციისგან სრულად განკურნების შესაძლებლობა

არსებობს თუ არა დემენციისგან სრულად განკურნების შესაძლებლობა

არსებობს თუ არა დემენციისგან სრულად განკურნების შესაძლებლობა

დემენცია კოგნიტური უნარების დაქვეითებას გულისხმობს და მოიცავს ისეთი ფუნქციების დარღვევას, როგორიცაა აზროვნება, მეხსიერება და სოციალური უნარები. ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

მისი განმარტებით, კოგნიტური უნარები ადამიანის მიერ ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებასა და შენახვას გულისხმობს, ხოლო დემენციის დროს სწორედ ეს პროცესები ზიანდება. დაავადებას სხვადასხვა ფორმა და მიმდინარეობა აქვს.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორები ორ ჯგუფად იყოფა — მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად ფაქტორებად. არამოდიფიცირებად ფაქტორებს შორისაა ასაკი და გენეტიკა. ასაკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, ხოლო ალცჰაიმერის დაავადება ძირითადად 65 წლის ზემოთ ვლინდება. გენეტიკური წინასწარგანწყობა და ოჯახური ისტორია რისკს ზრდის, თუმცა ყოველთვის გადამწყვეტი არ არის.

მოდიფიცირებადი ფაქტორები კი ისაა, რაზეც გავლენის მოხდენა შესაძლებელია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას — არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი დემენციის განვითარების რისკს ზრდის.

ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი ალკოჰოლის მიღება და სიმსუქნე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მეტაბოლურ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია დიაბეტი და ჭარბი წონა. რისკს ზრდის თავის ტრავმები და ძილის აპნოეც.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საწყის ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს მეხსიერების გაუარესებას, კონცენტრაციის დაქვეითებას, ყოველდღიური საქმიანობის შესრულების გართულებას და ქცევის ცვლილებებს.

დროული რეაგირება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს დემენციის განვითარების რისკს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  უახლესი კვლევა - ჰეპატიტის მკურნალობა ხელს უშლის სისხლის საკმაოდ გავრცელებული სიმსივნის პროგრესს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights