შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისამინისტროაქციაში მონაწილე ყველა პირს ასევე ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, არტერიული ჰიპერტენზიის...

აქციაში მონაწილე ყველა პირს ასევე ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი,  B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა  და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  ქალაქ ახალციხეში, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა.

მსურველებს  სამედიცინო მომსახურება „თბილისის ეროვნული სკრინინგ ცენტრის“  ექიმთა ჯგუფმა  მამომობილის საშუალებით გაუწია. ძუძუს კიბოს სკრინინგთან ერთად,  პაციენტებს ჩაუტარდათ მამოლოგის კონსულტაცია და  საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური კვლევა.  აქციაში მონაწილე ყველა პირს ასევე ჩაუტარდა სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი,  B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს ყოველ ორ წელიწადში  უტარდებათ. აქციის  მიზანი ადრეულ ეტაპზე  სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოვლენაა,  რაც საშუალებას იძლევა დროული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და დაავადებათა პროგნოზის გაუმჯობესებისათვის.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სულფორაფანი, ბროკოლი და კიბო: მექანისტური მტკიცებულებები და კლინიკური რეალობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights