ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარისხვა-ამბებილილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება - მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან...

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება – მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა.

„დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა.

„მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა – 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული – 92 წლის ქალი.

„მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

  ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს დაახლოებით 23.2 მლნ ევროს მიიღებს
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights