ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
მთავარისიახლეებისკანდალი: საქართველოში სამწუხარო შემთხვევა მოხდა: პაციენტს ბოტოქსის პროცედურის შემდეგ მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა...

სკანდალი: საქართველოში სამწუხარო შემთხვევა მოხდა: პაციენტს ბოტოქსის პროცედურის შემდეგ მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა განუვითარდა

საქართველოში სთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (GAIA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, საქართველოში სამწუხარო შემთხვევა მოხდა:

პაციენტს ბოტოქსის პროცედურის შემდეგ მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა განუვითარდა. ეს არ იყო მხოლოდ ალერგიული რეაქცია. კლინიკური სურათი ბოტოქსის ინფექციის ნიშნებს ატარებდა.

კვლევამ დაადგინდა, რომ მიზეზი არა თავად ბრენდი, არამედ პრეპარატის წარმომავლობა აღმოჩნდა. პროდუქტი არ იყო შეძენილი ოფიციალური დისტრიბუტორისგან, რაც აჩენს კითხვებს ბოტოქსის ხარისხთან, შემადგენლობასთან და  შენახვის პირობების დაცვასთან.

💉 ბოტოქსი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები

✔️როგორ დავიცვათ თავი ფალსიფიცირებული პრეპარატებისგან?

✔️უხარისხო ბოტულინოტოქსინის ინექციის გამოყენებას სიცოცხლისათვის საშიში გართულებები მოჰყვა. რა ინფორმაცია უნდა შეაგროვოს პაციენტმა პროცედურის დაწყებამდე?

✔️რამდენი ხანი შეიძლება გახსნილი პრეპარატის გამოყენება?

✔️რატომ ითხოვს საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაცია (GAIA) ახალი რეგულაციების შემოღებას?

სტუმარი: 👇 ➡️ბაია კონდრატიევა – საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (GAIA • გაია), თანადამფუძნებელი; ექიმ-კოსმეტოლოგი; 👉 გადაცემის წამყვანები: ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე.

 

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სწორი ცოდნა = დაცული ბავშვი - როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ დაიკარგა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights