გავეცნოთ გაწელვების სახეობებს:
1. სტატიკური გაწელვა — კუნთების მარტივი გაჭიმვა ფიქსირებულ პოზაში, რომელიც განსხვავდება ინტენსივობითა და ხანგრძლივობით; ნეიროდინამიკური სტრეჩინგი — სტატიკური სტრეჩინგის ქვესახეობა, რომელიც ცალკე განხილვას იმსახურებს და მიმართულია ნერვული სტრუქტურების გაჭიმვაზე.
2. დინამიკური გაწელვა — გაჭიმვა მოძრაობაში. არსებითად, ყველა „საავტორო” მეთოდი დინამიკური გაჭიმვის ამა თუ იმ სახესხვაობას წარმოადგენს.
აქ მისი ძირითადი სახესხვაობებია:
ბალისტიკური გაჭიმვა — კინეტიკური ენერგიის გამოყენება მოძრაობის კომფორტული ამპლიტუდის ფარგლებს მიღმა;
„შეკუმშვა-მოდუნება” (contraction-relaxation, CR) მეთოდი — კუნთის გაჭიმვისა და მისი შეკუმშვის მონაცვლეობა.
ასევე ცნობილია საკმაოდ პომპეზური სახელწოდებით — „პროპრიოცეპტული ნერვ-კუნთოვანი ფასილიტაცია” (Proprioceptive Neuromuscular Facilitation, PNF); „
სახსრის მოძრაობითობის დინამიკური სავარჯიშოები” (Dynamic Joint Mobility Drills) — რიტმული განმეორებადი მოძრაობები ჩვეულებრივზე დიდი ამპლიტუდით (მაგალითად, ხელების წრიული ბრუნვა, ნაბიჯებით სიარული გამოფენდვით);
კომბინირებული გაჭიმვა — რთული სავარჯიშოები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ გაჭიმვის ელემენტებს, არამედ ბევრ სხვა რამესაც.
თვალსაჩინო მაგალითია იოგა, თუმცა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც თავისი ბუნებით მოძრაობის ფართო დიაპაზონს მოითხოვს — მაგალითად, საბრძოლო ხელოვნება — შეიძლება განვიხილოთ როგორც რთული დინამიკური სავარჯიშო გაჭიმვა. 3. გაწელვა — სპონტანური ხანმოკლე გაჭიმვები, ხშირად მთქნარებასთან ერთად, რომელსაც ხერხემლიანი ცხოველების უმრავლესობა რეგულარულად და რეფლექსურად ასრულებს უმოძრაობის პერიოდის შემდეგ.
სტრეჩინგი, სავარაუდოდ, ამ ბაზისური ფიზიოლოგიური თავისებურების ჰიპერბოლიზებული ვარიანტია.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჭიმვის უამრავი დაპატენტებული მეთოდი გამოჩნდა (შესაძლოა, ათასობით), რომელთა უმრავლესობა ტექნიკით კი არა, მარკეტინგული მიდგომით გამოირჩეოდა, და ყველა მოწინავეობის ტიტულს ითხოვდა. თუმცა მთელი გარეგნული მრავალფეროვნების მიუხედავად, ისინი მომაბეზრებლად ჰგვანან ერთმანეთს: ძირითადად ეს დინამიკური სტრეჩინგის ვარიაციებია, რომლებშიც იმდენი მოძრაობაა, რომ ისინი გაჭიმვასთან კი არა, მოძრაობასთან უფრო ახლოს დგანან. იმდენად, რამდენადაც ისინი მუშაობენ, ისინი, ალბათ, იმიტომ მუშაობენ, რომ უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშია. არსებობს მოწინავე გაჭიმვის მეთოდის რეკლამის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც არა მხოლოდ სწრაფად ზრდის მოქნილობას, არამედ ეხმარება „დაძაბვის ხარჯზე კორის კუნთების გაძლიერებაში” და „უამრავი კალორიის დაწვაში”.
რამდენად დამაჯერებელია საიდუმლო მეთოდის არსებობა, რომელსაც სწრაფად და ძალისხმევის გარეშე შეუძლია კარდიომომზადების, ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესება?
ზოგიერთი კუნთის გაჭიმვა ბიომექანიკურად შეუძლებელია გაჭიმვის შესახებ მითების პიედესტალიდან ჩამოგდებას სწორედ ამ დებულებით დავიწყებ: ანატომია შეზღუდვებს აწესებს. მკაცრ შეზღუდვებს. ბუს თავის მთლიანად 270°-ით შეუძლია მობრუნება, თქვენ კი — არა! ბუს ხერხემალი და ადამიანის ხერხემალი სხვადასხვა რამეა.
მართალია, ანატომია საოცრად ცვალებადი შეიძლება იყოს (რამდენიმე საინტერესო მაგალითი მოყვანილია სტატიაში „შესაძლოა, თქვენ უბრალოდ არაჩვეულებრივი ხართ”), ადამიანების უმრავლესობისთვის მისი კანონები დაახლოებით ერთნაირად მუშაობს, და ნებისმიერი გაჭიმვისას ჩვენ ანატომიურ შეზღუდვებს ვაწყდებით. თუმცა ზოგიერთის დროს — უფრო მეტად, ვიდრე სხვებისას. ყველა კუნთზე თანაბარი გამჭიმავი ძალის მოდება შეუძლებელია. ჩვენგან უმრავლესობა სახსარში მოძრაობის ბუნებრივი დიაპაზონის ზღვარს ყველა კუნთის მაქსიმალურ გაჭიმვამდე დიდი ხნით ადრე მიაღწევს. სხვა სიტყვებით, ზოგიერთი კუნთის გაჭიმვა უბრალოდ ბიომექანიკურად მოუხერხებელია.
მე მათ „გაუჭიმავს” ვეძახი — ეს გარკვეული გაზვიადებაა, მაგრამ არსებითად სწორია. მართალია, ამ კუნთების გარკვეულწილად დაგრძელება შეიძლება, მაგრამ იმდენად ვერ დააგრძელებთ, რომ კარგი გაჭიმვის სასიამოვნო შეგრძნება იგრძნოთ.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კუნთი და კუნთთა ჯგუფი, რომელთა ძლიერი გაჭიმვა ბიომექანიკურად შეუძლებელია, და მათ შორის ისეთებიც არიან (მაგალითად, ბარძაყის ოთხთავა კუნთი), რომელთა გაჭიმვაც ბევრს შესაძლებლად მიაჩნია.
საკითხი უფრო დეტალურად აქ არის განხილული: „გაუჭიმავი: 11 კუნთი, რომელთა ძლიერი გაჭიმვაც არ შეგიძლიათ (თუმცა გინდოდათ)” (https://www.painscience.com/articles/unstretchables.php, https://www.painscience.com/articles/impress-me-test.php).

