შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისხვა-ამბებირეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა

რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა

ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლიარე 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო).
პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.
ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ლუტეოლინის შემცველი დანამატი და აუტიზმის სპექტრის აშლილობა: საპილოტე კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights