ორშაბათი, იანვარი 26, 2026
მთავარიშენი ექიმიბავშვთა კვების კომპანია „Picot Babyfood“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს - „გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო...

ბავშვთა კვების კომპანია „Picot Babyfood“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს – „გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო არსებობა“

ბავშვთა კვების კომპანია „Picot Babyfood“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კვების ბრენდებში, ბოლო დროს გახმაურებული ტოქსინის აღმოჩენამ, რაც გამოწვეული იყო საერთაშორისო მომწოდებლიდან მიღებული ინგრედიენტ – ARA (ომეგა-6) -დან, კომპანია „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) -მ მაღალი პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, მიუხედვად იმისა, რომ ბავშვთა კვება Picot-ზე არანაირი საჩივარი ან შეტყობინება არ დაფიქსურებულა არცერთ ქვეყანში, გადაწყვიტა თავისი პროდუქტებისთვის ჩაეტარებინა დამატებითი კვლევები.

ჩატარდა კვლევა სტანდარტიზებული საერთაშორისო მეთოდით ARA (ომეგა-6) , როგორც ფხვნილში, ისე გახსნილ პროდუქტზე (ანუ მომზადებული რძე ბოთლში).

20 იანვარს, მიღებული უახლესი ანალიზებით, გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო არსებობა, რის გამოც “ლაქტალისმა”, სიფრთხილის ზომების სახით, მოითხოვა გარკვეული პარტიის ნომრების ნებაყოფლობითი ამოღება.
პროდუქციის გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე და კომპანიის მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად.

საქართველოში ეს გაწვევა არ მოქმედებს Picot ყველა პროდუქტზე.  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გაწვევა ეხება საქართველოში შემოსულ მხოლოდ 3 პროდუქტის მცირე რაოდენობას, კონკრეტული პარტიის ნომრებით:

Picot 1 400G – 8000003312

Picot 1 800G -8000003297

Picot 2 800G -8000003280

ყველა სხვა პროდუქტი, ასევე იმავე პროდუქტების სხვა პარტიები, უსაფრთხოა მოხმარებისთვისსააფთიაქო ქსელებში შეძენილი პროდუქტი შეიძლება შეიცვალოს სხვა პარტიაში ან მოხდეს თანხის დაბრუნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელს შორის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights