სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმინესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის - Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის...

ნესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის – Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს

ნესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს. ის ნიადაგში, მტვერში, ნედლეულში ბუნებრივადაც გვხვდება. ზოგჯერ შეიძლება საკვებშის მოხვდეს და უმეტეს შემთხვევაში ეს დიდ პრობლემებს ნამდვილად არ ქმნის, თუმცა მისი ზოგი შტამი ერთ ძლიერ ტოქსინს გამომიმუშავებს, მას ცერულიდი ჰქვია. მთავარი საფრთხე სწორად ეს არის. ბაქტერია თერმოსტაბილურია, ანუ ვერც დუღილი, ვერც ცხელი წყლით მომზადება, ვერც სტერილიზაცია ტოქსინს ვერ კლავს. ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრა პირღებინებას, მუცლის ტკივილსა და დეჰიდრაგაციას იწვევს. ეს სიმპტომები ჩვილში შესაძლოა სწრაფად და მძიმედ განვითარდეს, რადგან ახალშობილის ორგანიზმი და იმუნური სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია.

ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია, რომელიც 45 ქვეყანაში გაყიდვიდან ამოიღეს.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაწვევის მიზეზი უკავშირდება ცერულიდის შესაძლო არსებობას — ტოქსინს, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს მწვავე კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მშობლების მიმართავს:

„Nestlé-ის ჩვილთა კვება, ხელოვნური რძე არის საშიში“

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, Nestlé-ს პროდუქცია 45 ქვეყანაში გაყიდვიდან ამოიღეს.
„45 ქვეყანა, –  3 მილიარდი ადამიანზეა საუბარი, დაახლოებით 80 მილიონამდე ბავშვს ეხება ეს პრობლემა. თუ თქვენ იყენებთ Nestlé-ს ხელოვნურ საკვებს, გირჩევთ, თავი შეიკაოთ Nestlé-ს პროდუქციის გამოყენებისგან“ – მიმართავს მშობლებს გიორგი ფხაკაძე.

 მისი თქმით, საქართველოში ამ თემაზე არავინ საუბრობს.

„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი კანონმდებლობა. შეგიძლიათ შემოიტანოთ შხამიანი პროდუქტი, დაგაჯარიმონ 500 ლარით და კვლავ გააგრძელოთ ასეთი პროდუქტის გაყიდვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ Nestlé-ს პროდუქცია“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი კანონმდებლობა. შეგიძლიათ შემოიტანოთ შხამიანი პროდუქტი, დაგაჯარიმონ 500 ლარით და კვლავ გააგრძელოთ ასეთი პროდუქტის გაყიდვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ Nestlé-ს პროდუქცია“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, რომელსაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კომშის ფოთლის სამკურნალო ძალა — ბუნებრივი გზა ჯანმრთელობისკენ!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights