ორშაბათი, იანვარი 26, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ და თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შშმ ბავშვებსა და წილკნის...

მიხეილ სარჯველაძემ და თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შშმ ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

მიხეილ სარჯველაძემ და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ჯანდაცვის მინისტრი და პირველი ლედი ბავშვებისა და ხანდაზმულების საცხოვრებელ პირობებსა და სერვისებს ადგილზე გაეცნენ, მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს, ხოლო პერსონალს, გაწეული შრომისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის მხარდამჭერი და ღირსეული გარემოს შექმნა, რომელიც მათ კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას უზრუნველყოფს და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის დაწესებულება ბენეფიციარებისთვის ღირსეულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისის ბავშვთა სახლს, სამ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 21 არასრულწლოვანია განთავსებული, რაც მათთვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს ქმნის. დაწესებულებებში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან 24-საათიანი საცხოვრისით, სრულფასოვანი კვებით, საჭირო მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

მიხეილ სარჯველაძესა და პირველ ლედისთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძეც იმყოფებოდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნახეთ - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს რა ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights