დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან სასწრაფო დახმარება გამოძახეს. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი მაღალი არტერიული წნევის ფონზე გულმკერდის ტკივილს და მარცხენა ხელში ირადიაციას უჩიოდა.
ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.
ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას პაციენტი კონტაქტურ მდგომარეობაში დახვდა. ჩატარებული ელექტროკარდიოგრაფიული კვლევისას პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. აღინიშნებოდა მხოლოდ ოდნავი სიფერმკრთალე და გულმკერდის ტკივილი, რომელიც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ მალევე მოეხსნა.
ბრიგადის ექიმის ლალი ჭურაძის გადმოცემით, კლინიკასთან შეთანხმების პროცესში, ჰოსპიტალიზაციის დაწყებამდე, პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, აღარ აღენიშნებოდა პულსი. ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის მედიკოსების სწრაფი და კოორდინირებული მოქმედებების შედეგად წამებში მოხდა სასუნთქი გზების მართვის უზრუნველყოფა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, რის შედეგადაც პაციენტის გულისცემა აღსდგა,
სიცოცხლისთვის ბრძოლის პარალელურად, ბრიგადის წევრებს სასწრაფო დახმარების ავტომობილის გარშემო შეკრებილი, პანიკაში მყოფი მოქალაქეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც უწევდათ.
პაციენტი მალევე მოვიდა გონს, გახდა კონტაქტური და შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ექიმი ლალი ჭურაძე
უმცროსი ექიმი ლიდია ქაჯაია
მძღოლი ოთარ ქურთაული
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

