ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი პანკრეატიტზე საუბრობს
იცოდი რომ პანკრეატიტის დროს ტკივილი იმდენად ძლიერი და გამანადგურებელია, რომ ადამიანს „კეცავს“ და ხშირად სარტყლისებურად გადაეცემა ზურგში. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როცა პანკრეასი საკუთარ თავს უტევს.
პანკრეასს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:
ჰორმონები:
ინსულინის გამომუშავება (სისხლში შაქრის რეგულაცია)
ფერმენტები:
- საჭმლის მომნელებელი წვენების წარმოება
- (ლიპაზა, ამილაზა, ტრიპსინი),
- რომლებიც საკვების დაშლას ემსახურება
ეს ფერმენტები იმდენად ძლიერია, რომ თეორიულად უმი ხორცის დაშლაც შეუძლიათ.
ამიტომ ნორმალურ პირობებში ისინი არააქტიურ მდგომარეობაში გადაადგილდებიან და მხოლოდ ნაწლავში აქტიურდებიან.
პანკრეატიტი ვითარდება მაშინ, როცა რაღაც იწვევს ამ ფერმენტების აქტივაციას პანკრეასიდან გამოსვლამდე.
ბლოკირება (კენჭები / ალკოჰოლი):
ნაღვლის ბუშტიდან წამოსული კენჭი შეიძლება ჩარჩეს სადინარში, ხოლო ალკოჰოლი აზიანებს პანკრეასის უჯრედებს შედეგად წვენი „იჭედება“.
ზეწოლის მატება იწვევს ფერმენტების გააქტიურებას პანკრეასის შიგნით.
ლიპაზა და ტრიპსინი, საკვების მონელების ნაცვლად, იწყებენ პანკრეასის საკუთარი ქსოვილის დაშლას.
ეს პროცესია პანკრეატიტი.
გამომწვევი მიზეზები
პანკრეატიტის შემთხვევების დაახლოებით 80% დაკავშირებულია: ნაღვლის ბუშტის კენჭებთან (სადინრის დახშობა). ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან
პანკრეატიტის ტკივილი მუდმივია და არ მცირდება პოზიციის შეცვლით.
თუ გაქვს:
- ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
- ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა
- გულისრევა და ღებინება
დაუყოვნებლივ მიმართე გადაუდებელ დახმარებას (სასწრაფოს).
პანკრეატიტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
სასურველი პროდუქტებია
- მოხარშული/ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
- უცხიმო ქათამი ან თევზი
- ბრინჯი, შვრია
- უცხიმო იოგურტი/კეფირი
- ბანანი, გამომცხვარი ვაშლი
არასასურველი
- ალკოჰოლი
- ცხიმიანი და შემწვარი საკვები
- ძეხვეული
- ტკბილეული, გაზიანი სასმელები
- ცხარე საკვები


