სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე - D ვიტამინის გადაჭარბება იწვევს...

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე – D ვიტამინის გადაჭარბება იწვევს თირკმელებში კენჭების გაჩენას, ეს არის დანაშაული“ – ზაზა თელია

“D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას,სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას. D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის ორ წლამდე ასაკი, როცა ხდება რაქიტის პროფილაქტიკა“, – ამის შესახებ ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში, „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.

თელია ამბობს, რომ „განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს“:

„რაზე არიან იცი ჩაბღაუჭებული ექიმები? ანალიზის პასუხებზე. ენდოკრინოლოგთა საზოგადოება რეფერენსულ ნორმაზე ვერ თანხმდება. საქართველოში წერენ 30 ნანოგრამიდან 100-მდე, არადა რეფერენსული ნორმა, სამეცნიერო მტკიცებულებებით 20 ნანოგრამია. ვინახავ ჩემი პაციენტების ასეთ დანიშნულებებს.

მაგალითად, მოვიდა პაციენტი, ანალიზის პასუხი აქვს პირობითაც 23, ამაზე დანიშნული აქვს 50 ათასი ერთეული D ვიტამინი კვირაში. ეს არის დინოზავრის დოზა. D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატების გაჩენას, თირკმელებში კენჭების გაჩენას – ეს არის დანაშაული.

გლობალური „მოდაა”, საქართველოს მოსახლეობის 80 % იღებს D ვიტამინს. პაციენტი უნდა იყოს განათლებული. მედიცინა მაღალ საფეხურზეა იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი განათლებულია. თუ ექიმმა რაღაც დაგიწერა დანიშნულებაში, თვალდახუჭულმა არ უნდა იმკურნალო. პაციენტი ჩემგან რომ მოდის, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი კონსულტაციის თანხა ავიღო. ჯერ ვუხსნი რა დაავადებაა, რატომ დაემართა, თუ არის საშუალება შევთავაზო მკურნალობის რამდენიმე მოდელი. თუ ამის შესაძლებლობა არაა, ვეუბნები რომ აქვს ერთადერთი ვარიანტი, იმკურნალოს რამე კონკრეტულით. ამას ჰქვია გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების საშუალება. განათლებული პაციენტი დაცულია, რომ არ დაზარალდეს”, – ამბობს თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჩანდიპურას ვირუსის აფეთქება - გიორგი ფხაკაძის რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights