სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე...

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს იმ დანამატებზე, რომლებიც შესაძლოა, ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გახდეს. ამავდროულად, ის ასახელებს 5 მთავარ ნივთიერებას, რომელთა ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:

– თუ ბავშვები სისტემატურად მოიხმარენ კონკრეტული დანამატების შემცველ პროდუქტებს, ნომრებად ჩამოვთვლი: E102, E104, E110, E122, E124, E129 – ეს პროდუქტები განსაკუთრებით ნატრიუმის ბენზოატთან კომბინაციაში, რომელიც E211 გახლავთ, გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ბავშვებს მეტად ახალისებს, ჰიპერაქტიურები იყვნენ და ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი ჰქონდეთ. არის თუ არა ეს დანამატები ამ მდგომარეობის კონკრეტული მიზეზი? მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, ასეთი კატეგორიული მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ, შეგვიძლია, ეს დანამატები ერთ-ერთ ბრალდებულ ფაქტორად ჩავთვალოთ? კვლევის ავტორები თვლიან, რომ დიახ. დღემდე ამ დანამატებზე ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობთ, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში.

თუ რომელიმე პროდუქტზე სამზე მეტი დანამატია მითითებული და სხვადასხვა რიცხვით გამოყოფილი ნივთიერების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, აუცილებლად დავფიქრდეთ – ვუყიდოთ ჩვენს შვილებს ეს პროდუქტი? ჩავრთოთ მათ კვების რაციონში? 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ჰიპერაქტივობის, ყურადღების დეფიციტის პრობლემა აქვთ, უცნაურია, მაგრამ რამდენიმე საერთო ტენდენცია უნდა გავიხსენოთ. ეს ტენდენცია წყლის მოხმარებას უკავშირდება. კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი წყლით საკმარისად მომარაგებული არ არის. პრობლემა ქცევით თავისებურებას, ბავშვების არჩევანს უკავშირდება, სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზი განსხვავებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ეს ოჯახებმა უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია წონასთან დაკავშირებითაა გასათვალისწინებელი. ბავშვების არც თუ ისე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკვების მრავალფეროვნების მიმართ ან კონკრეტული საკვების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება შეიძლება, ორივე უკიდურესობის წინაპირობა გახდეს – როდესაც ბავშვი წონაში იმატებს და ჭარბი წონა აქვს ან პირიქით, არასაკმარისად იღებს საკვებ ნივთიერებებს და ასაკთან შესაბამისობაში, წონის ნაკლებობა აქვს. ამდენად, მეორე ტენდენცია, რომელსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, ეს გახლავთ წონა.

  ტვინის მუშაობის შენელება B12 ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს!

მესამე ტენდენცია მონოტონური, ერთგვაროვანი, გარკვეულ პროდუქტებზე ორიენტირებული არჩევანია – ბავშვებს რაღაც მოსწონთ, რაღაც ურჩევნიათ, რაღაც მიუღებელია და ეს შეიძლება, ფერს, სუნს, მრავალ ფაქტორს უკავშირდებოდეს. გეტყვით, რომ წყალი ყოველთვის მწვანე ჭრილში წარმოვიდგინოთ იმ პირველი ტენდენციის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ. ტკბილეული, რომელიც დადგენილია, რომ ძალიან ხშირად ბავშვებს უეცრად დიდი რაოდენობით ენერგიით უზრუნველყოფს, ცელქობენ, თავდაყირა დგებიან, ასეთ შემთხვევაში, ტკბილი პროდუქტები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როდესაც კოფეინშემცველ პროდუქტებზე ვსაუბრობთ.

მიუხედავად მონოტონურობისა, მიუხედავად წონასთან დაკავშირებული რისკებისა, მიუხედავად წყლისა და საკვები ნივთიერების მოხმარებისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს 5 ფერი, სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტებიდან და 5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში დადასტურდა:

ეს გახლავთ ომეგა 3-ის ნაკლებობა, D3 ვიტამინის ნაკლებობა, მაგნიუმის ნაკლებობა, რკინისა და თუთიის ნაკლებობა. ამ 5 ელემენტის კონტროლი, ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან ერთად, ძალიან დაგვეხმარება, რომ მაქსიმალურად კარგად შევინარჩუნოთ ჩვენი შვილების ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა და მათი სოციალური კეთილდღეობა უზრუნველვყოთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კროსვორდის შევსება და ბეჭდური წიგნების წაკითხვა მოახერხეს - უსინათლო ადამიანებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტანტის მეშვეობით ისევ დაინახეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights