სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების...

2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რის მიხედვითაც განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მორიგ ჯერზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა.

„2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონოდა მართლაც ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით გამართული მმართველობა ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორშიც იგივე შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების სოციალურად მხარდაჭერაზე, იმავდროულად, ეს არის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ ეფექტიანობას ემსახურება იმისთვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული იყოს მკურნალობა, რომელსაც ქართველი პაციენტი მიიღებს.

ამ თვალსაზრისით, წლიდან-წლამდე გაუმჯობესებები, რომელსაც ეს პროგრამა განიცდის, საბოლოო ჯამში ქმნის დიდი სურათს, რომლის მთავარი დადასტურება, რომ ეს არის პოზიტიური დინამიკის მქონე სისტემა, არის ის, რაც მაგალითად დღეს გამოქვეყნდა. ეს არის მართლაც ფუნდამენტურად სწორად განვითარებული ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც წინ წარმატებები და გამარჯვებები აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს.

ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება.

ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის ხანგრძლივობა (50% წონა) და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (50%
წონა).

განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).

გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გამწესდა.

  გენური თერაპიის შემდეგ, 11 წლის ყრუ-მუნჯ ბიჭს სმენა აღუდგა

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights