მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ებრძვის დაბერებულ უჯრედებს – დაბერების საწინააღმდეგო ვაქცინას მალე ადამიანებზეც გამოცდიან

0
423
რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Immorta Bio-მ ახალი ტიპის ვაქცინა, სახელწოდებით SenoVax, შეიმუშავა, რომელიც მიზანში იღებს დაბერებულ უჯრედებს.

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბიოტექნოლოგიური კომპანია Immorta Bio-ს მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, SenoVax, რომელიც ებრძვის დაბერებულ უჯრედებს.

სწორედ ეს უჯრედები აფერხებენ ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას უწყობენ ხელს. როგორც Longevity Technology წერს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში პრეპარატის მიღების შემდეგ მღრღნელებს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაეზარდათ და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები შემცირდა.

მკვლევართა განცხადებით, მათი მიდგომა განსხვავდება ტრადიციული ანტიასაკობრივი სტრატეგიებისგან. ვაქცინა იმუნურ სისტემას „ასწავლის“, ამოიცნოს და გაანადგუროს ის უჯრედები, რომლებმაც აღდგენის უნარი დაკარგეს. ასაკის მატებასთან ერთად ასეთი უჯრედები გროვდება, აზიანებს ირგვლივ არსებულ ქსოვილებს და ქრონიკული ანთების წყაროდ იქცევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი მოცილება ორგანიზმის გამძლეობას გააძლიერებს და მძიმე დაავადებების რისკს შეამცირებს.

თუმცა, მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ამ ეტაპზე კვლევები მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული და ჯანმრთელ ადამიანებში პრეპარატის გამოყენება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება.

ექსპერიმენტებში მონაწილე მღრღნელებს სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივდათ, მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა. კიბოს მოდელებში სიმსივნეების ზრდა შენელდა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში დაავადებამ უკუსვლაც განიცადა. ექსპერტების შეფასებით, ეს შედეგები სწორედ ძველი უჯრედების ორგანიზმიდან მოცილებას უკავშირდება, რომლებიც სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობენ.

ამ დროისთვის მეცნიერებმა უკვე წარადგინეს განაცხადები ადამიანებზე კლინიკური კვლევების დასაწყებად. პირველ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მიიღებენ. სპეციალისტების აზრით, პრეპარატმა უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტუროს, მაგრამ მისი გამოყენება თავდაპირველად მხოლოდ მაღალსპეციალიზებულ სამედიცინო სფეროში მოხდება, ხოლო გაახალგაზრდავების მიზნით გამოყენება ჯერ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება განხილვის საგნად.

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გამოძიება დაიწყო - მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ