სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპედიატრი მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს - როცა ბავშვი სწავლობს,...

პედიატრი მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს – როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება…

„როგორც ექიმი-პედიატრი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, რამდენად ფაქიზი და მოწყვლადია ბავშვის ფსიქიკა.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება, როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.“ – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში და მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ბავშვს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
ბავშვობა არ არის სცენა.
ბავშვი არ არის ბრენდი.
ბავშვი არ არის კონტენტი. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.
ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“.

ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი,უმნიშვნელო ემოცია (თუმცა არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია) რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  10 აუცილებელი საკვები ბავშვების ჯანსაღი ზრდისთვის – ექსპერტების რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights