სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისკანდალი გრძელდება - გიორგი ფხაკაძე მარინე ძაგნიძეს მიმართავს: „აშვაგანდა არ უნდა იქნას გამოყენებული...

სკანდალი გრძელდება – გიორგი ფხაკაძე მარინე ძაგნიძეს მიმართავს: „აშვაგანდა არ უნდა იქნას გამოყენებული თვითნებურად, განსაკუთრებით საქართველოში“

ამერიკაში მყოფმა ექიმმა, მარინე ძაგნიძემ კვებითი დანამატების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეყვარებულია აშვაგანდაზე.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მარინე ძაგნიძეს მიმართავს:

”აშვაგანდა არ არის „უდანაშაულო ბალახი”. იგი წარმოადგენს კარგად დადასტურებულ რისკს:

ღვიძლისთვის

ჰორმონებისთვის

ნერვული სისტემისთვის

იმუნური სისტემისთვის

ორსულობისთვის…

მთელი სამეცნიერო მონაცემების შეჯამებით, აშვაგანდა არ უნდა იქნას გამოყენებული თვითნებურად, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პროდუქტის ხარისხი, შემადგენლობა და უსაფრთხოება შეუმოწმებელია,” – დაწერა გიორგი ფხაკაძემ მარინა ძაგნიძის ვიდეოს კომენტარებში.

ექიმი ანესთეზიოლოგი მარინე ძაგნიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მაშვაგანდას შესახებ საუბრობს:

„მე, როგორც ექიმი, ვაღიარებ კლასიკურ მედიცინას, მაგრამ ამასთანავე და პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას. ვიდრე ფარმაცევტული კომპანიები მსოფლიო ბაზარს დაიპყრობდნენ, მანამდე ექიმები პაციენტებს მცენარეებით და ბალახეულობით მკურნალობდნენ.

ჩვენი ორგანიზმი თავად საუკეთესო მკურნალია და თუ მას სათანადო დანამატებს მივაწოდებთ, შესანიშნავად გაართმევს თავს უამრავ დაავადებას.

დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა დამატანებინეთ ვსარგებლობდი. ამ ბოლო დროს დავინტერესდი სუპერ მწვანე დანამატით და მის შემადგენლობაში აშვაგანდა რომ აღმოვაჩინე, თვალები გაფართოვდა, რადგან მე შეყვარებული ვარ აშვაგანდაზე.“

აშვაგანდა — რატომ არის სახიფათო და რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში - გიორგი ფხაკაძე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს

იცოდით, რომ აშვაგანდა აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში?

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს დაავადება თანდათან და ჩუმად ანადგურებს სიცოცხლეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights