სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებითბილისში სასწრაფოს ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გული აუმუშავეს

„გამოძახების მოტივი – მუცლის ტკივილი. შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის 0532 ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. საცხოვრებელ კორპუსთან მისულ ბრიგადის წევრებს ხმაური შემოესმათ, პაციენტის ოჯახის წევრები პანიკაში იყვნენ. მათი გადმოცემით, პაციენტი მთელი დღის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს, მოგვიანებით დაკარგა გონება და ბრიგადის მისვლისას პულსი არ აღენიშნებოდა.

ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის გამოყენება, სასუნთქი სისტემის მართვა ტრაქეის ინტუბაცია და მედიკამენტური დახმარება, რის შედეგად გულისცემა აღდგა და პაციენტი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ექიმი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასწრაფოს მანქანაში არსებულ CPR ტუმბოს, რომელიც მისი თქმით, რთულ შემთხვევებში რეალური მხარდაჭერაა და ბრიგადის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ექიმის თინა თათარიშვილის თქმით, პაციენტის სრულყოფილ და წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ბრიგადის უმცროს ექიმს – დავით მიქაბერიძეს და ბრიგადის მძღოლს- ნუგზარ ღვინიაშვილს. თინა თათარიშვილი 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, რაც შეეხება 0532-ის ბრიგადას, ისინი უკვე მეორე წელია ერთად მუშაობენ. როგორც თინა ექიმი ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთით ძალიან ვამაყობთ“.
გვეამაყება ექიმი, თინა თათარიშვილი
უმცროსი ექიმი დავით მიქაბერიძე
მძღოლი ნუგზარ ღვინიაშვილი“- წერს სოციალურ ქსელში „ფეისბუკ“ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გახსოვდეთ: ასაკი — ეს მხოლოდ რიცხვებია, ჯანმრთელობა კი — არჩევანი, როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმის დაბერება და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ასაკის მატების მიუხედავად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights