სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროკონფერენციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,...

კონფერენციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე – საჯარო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი განიხილეს და რეგულირების ეფექტურ მექანიზმებზე იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტრანსცხიმების ელიმინაციის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შეჯამებასა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.

კონფერენციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე – საჯარო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი განიხილეს და რეგულირების ეფექტურ მექანიზმებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და ტრანსცხიმების აღმოფხვრის მიმართულებით, სამაგალითო ქვეყანა გახდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არსებული პოლიტიკის დახვეწასა და ეფექტიანობის ზრდაში.

ღონისძიებაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და არაგადამდები დაავადებების პრევენციას. დაისახა კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტრანსცხიმების ელიმინაციის სერტიფიკატი მოიპოვოს.

კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოსა და ევროპის რეგიონული ოფისების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights