კოშმარები აუარესებს ძილის ხარისხს და ხელს უშლის უჯრედების აღდგენას, რაც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს.

0
362
კოშმარები
#post_seo_title

ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ბრიტანეთის დემენციის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული ღამის კოშმარები დაკავშირებულია ნაადრევი სიკვდილის უფრო მაღალ რისკისთან, ვიდრე მოწევა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი ან არაჯანსაღი დიეტა. კვლევის შედეგები ევროპის ნევროლოგიის აკადემიის კონგრესზე წარადგინეს.

სპეციალისტებმა 19 წლის განმავლობაში შეგროვებული 183 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანის და 2 400 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კოშმარები აუარესებს ძილის ხარისხს და ხელს უშლის უჯრედების აღდგენას, რაც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ კოშმარები, აღენიშნებოდათ ნაადრევი დაბერება – ასაკისგან, სქესისგან, ფსიქიკური მდგომარეობისგან ან ეთნიკური წარმომავლობისგან დამოუკიდებლად.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტვინი კოშმარებზე რეაგირებს ისე, როგორც რეალურ მოვლენებზე. ეს იწვევს კორტიზოლის გამოყოფას – ჰორმონის, რომელიც უჯრედების დაბერებას აჩქარებს. ნაადრევი სიკვდილის რისკის 40%-მდე სწორედ ამ მექანიზმით არის გამოწვეული. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კოშმარები გავრცელებული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა. მათ თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია ძილის რეჟიმის დაცვა, სტრესის შემცირება, შფოთვითი აშლილობების მკურნალობა.

ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ კოშმარები შეიძლება მიუთითებდეს დაჩქარებულ დაბერებასა და სიკვდილის რისკზე, თუნდაც სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მშობლებსა თუ მასწავლებლებს გვინდა შევახსენოთ რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში მიოპიის (ახლომხედველობის) თავიდან აცილებაში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ