სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეებითბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა

თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამით, სამი თვის განმავლობაში, უკვე 129 მოქალაქემ ისარგებლა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების დაფინანსებას ეთმობა – გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამ მიმართულებით გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მისი განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა. ამასთან, რამდენიმე მოსარგებლემ უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროგრამა, სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.

თბილისის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით.

„მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights