სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი...

რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები

როგორ შეიძლება, ინსულტი ამოვიცნოთ – რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ შეიძლება, ინსულტი ამოვიცნოთ:

– რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უცაბედად განუვითარდა შემდეგი ნიშნები:

კოორდინაციის, ბალანსის დარღვევა – ადამიანი მიდიოდა და უცებ შეტორტმანდა. სიარულის დროს უცებ ვერ დაიჭირა წონასწორობა. ეს უკვე საყურადღებოა.

მხედველობა – უცებ დაწყებული პრობლემა საყურადღებოა. შეიძლება, გაორებულად დაინახოს, შეიძლება, დაიბინდოს მხედველობა, შესაძლოა, ცალ თვალში ვეღარ დაინახოს. სულ უნდა გვახსოვდეს, რატომ ხდება ეს პროცესები: იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ უბანში ჟანგბადი აღარ მიდის და აღარ ფუნქციონირებს. ეს შეიძლება, მხედველობის დაბინდვა და გაჩერება იყოს.

სახე – როგორ გავიგოთ, რომ სახის ასიმეტრიაა? კონკრეტულ ადამიანს, რომელზეც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ინსულტი აქვს, უნდა ვთხოვოთ, ან გაგვიღიმოს ან კბილები გვაჩვენოს. ინსულტის დროს აღქმა იმისა, რასაც ვეუბნები, შეიძლება, დაკარგული იყოს და რომ ვუთხრათ, გაგვიღიმოს, ვერ გაიგოს, რას ვეუბნებით. ამიტომ, უნდა ვაჩვენოთ, როგორ გააკეთოს. კბილების ჩვენებისას, თუ სახის ორივე მხარე ერთნაირად აიწია, კარგია. თუ ერთი მხარე ჩამორჩება, ეს საგანგაშო ნიშანია.

კიდურების მოძრაობა – უნდა ვთხოვოთ, თვალები დახუჭოს, ხელები ამოაბრუნოს ისე, რომ ხელის გული ზემოთ იყოს და ორივე ხელი ზემოთ ასწიოს. თუ ორივე ხელი ზემოთ ასწია და თანაბრადაა აწეული, ძალიან კარგი ნიშანია. თუ ჩამორჩება ერთი ხელი, საგანგაშო ნიშანია. ისევ თავის ტვინთან მივდივართ, სადღაც, რომელიღაც უბანი თავის საქმეს ვერ აკეთებს.

მეტყველება – შეგვიძლია, ადამიანს ვთხოვოთ, ძალიან მარტივი ფრაზა გაიმეოროს. მაგალითად: „დღეს კარგი ამინდია.“ თუ დაიწყო: „დღეს… ამინდი… კარგი…“ ან საერთოდ ვერ გაიმეორა, ეს საგანგაშო ნიშანია.
დრო – რაც უფრო მალე მოხდება იმ სისხლძარღვის გასუფთავება და სისხლის ნაკადის აღდგენა, მით უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება. რაც უფრო ნაკლები ქსოვილი დაზიანდება, მით უფრო ნაკლები იქნება უუნარობა მას შემდეგ, რაც დაზიანებული ქსოვილი დატოვებს.

  რატომ დაიკეტა ჰამბურგში რკინიგზის სადგური?- სასიკვდილო ვირუსის გავრცელება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights