სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“ - ჰიპოკრატეს რჩევები

„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“ – ჰიპოკრატეს რჩევები

ჰიპოკრატე ისტორიაში შევიდა, როგორც “მედიცინის მამა”. ის იყო ადამიანი, რომელმაც მედიცინა ფილოსოფიისა და რელიგიისგან გამოყო  და მეცნიერების რელსებზე გადაიყვანა.

პროფესორის კომენტარი — გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

მანამდე კაცობრიობა დაავადებებს ხალხური და „ზებუნებრივი ძალების“ საშუალებით ებრძოდა.

მან დააარსა მედიცინის სკოლა, რომელიც დაფუძნებული იყო დაკვირვებასა და რაციონალურ ანალიზზე, და არა იმ დროს პოპულარულ რელიგიურ ან მაგიურ შეხედულებებზე. ჰიპოკრატემ შეიმუშავა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები პაციენტების სიმპტომებსა და ცხოვრების წესზე დაკვირვების საფუძველზე, თვლიდა, რომ ჯანმრთელობა დაკავშირებული იყო „ოთხი სითხის“ – სისხლის, ნახველის, ყვითელი ნაღვლისა და შავი ნაღვლის – ბალანსთან. მან ასევე შემოიღო „პროგნოზის“ კონცეფცია და თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იყო პაციენტისთვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური მხარდაჭერაც. ნაშრომები, რომლებიც ჰიპოკრატეს დაწერილად არის მიჩნეული, თავმოყრილია „ჰიპოკრატეს კრებულში“ და წარმოადგენს სამედიცინო ცოდნის სისტემატიზაციის პირველ მცდელობას.

ჰიპოკრატეს ნაშრომებში, რომელმაც კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარებას ჩაუყარა საფუძველი, ასახულია მოსაზრება ორგანიზმის მთლიანობის შესახებ; ავადმყოფისა და მისი მკურნალობისადმი ინდივიდუალური მიდგომა; ანამნეზის გაგება; სწავლება ეტოლოგიაზე, პროგნოზებსა და ტემპერამენტზე. ჰიპოკრატეს სახელთანაა დაკავშირებული ექიმის მაღალმორალური სახე და ეთიკური ქცევის წესები. მას მიაწერენ ძველბერძენი ექიმების ეთიკური კოდექსის შემუშავებას (“ჰიპოკრატეს ფიცი”), რომელიც შემდგომ ექიმად ყოფნის ფუძემდებელ ვალდებულებად იქცა მთელ მსოფლიოში.

ჰიპოკრატეს ფიცი

საინტერესო ფაქტი – ჰიპოკრატეს ფიცი, რომელსაც ყველა ექიმი დებს და ამით სამედიცინო ეთიკის პრინციპებს ადასტურებს, მართლაც, ჰიპოკრატემ ჩაწერა, თუმცა მას არ გამოუგონია. ეს ოჯახური ტრადიცია იყო და ჰიპოკრატეს ოჯახმა ფიცი თაობიდან თაობას გადასცა.

ფიცი თავად ჰიპოკრატემაც დადო. თავდაპირველ ვერსიაში ფიცი აბორტის გაკეთებას კრძალავდა, თუმცა დღეს ეს პუნქტი ამოღებულია. საუკუნეების მანძილზე ფიცი მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა მისი ძირეული იგივე დარჩა.

ფიცის თანამედროვე ვარიანტში ყურადღება მახვილდება ვალდებულებაზე, რომელსაც მომავალი ექიმი პაციენტთან დაკავშირებით საკუთარ თავზე იღებს, აგრეთვე დაპირებაზე, რომ ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სასარგებლოდ იმოქმედებს.

„ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოძრაობა და ვარჯიში უმნიშვნელოვანესია“

დღეში მხოლოდ 5000 ნაბიჯი სიმსუქნის რისკს 64%-ით ამცირებს. მასთან ერთად, მცირდება უამრავი საშიში დაავადების, მათ შორის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკი.

  ქართველი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო “ყვავილის” ინფექციისგან იხსნა

აუცილებელია თუ არა სპორტული დარბაზი?
კვირაში 2-3-ჯერ სპორტულ დარბაზში ვიზიტი ძალიან სასარგებლოა, თუმცა აუცილებელი არ არის. ყოველდღიური აქტივობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა მისი ჩანაცვლებაც შესაძლებელია მარტივი 20-წუთიანი ტანვარჯიშით, რომელიც შეიძლება სახლში შეასრულოთ.

ჰიპოკრატემ მედიცინა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან გაათავისუფლა და მკურნალობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა. ისინი დღესაც ეფექტური და აქტუალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!

ვნახოთ რას ამბობდა ანტიკური მედიცინის რეფორმატორი:

  1. „საკვები იყოს შენი მედიცინა და მედიცინა იყოს შენი საკვები“. ეს ციტატა ასახავს მის რწმენას კვების მნიშვნელობის შესახებ ჯანმრთელობისა და დაავადებების პრევენციისთვის.
  2. „სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება მარადიული, შემთხვევითობა წარმავალი, გამოცდილება მატყუარა და განსჯა რთული“. ჰიპოკრატე ხაზს უსვამდა, რომ მედიცინის შესწავლასა და პრაქტიკას დრო და ძალისხმევა სჭირდება.
  3. „სადაც მედიცინის სიყვარულია, იქ არის კაცობრიობის სიყვარულიც“. ეს ფრაზა ასახავს ჰიპოკრატეს ჰუმანისტურ მიდგომასექიმობისადმი.
  4. „პირველ რიგში,არ ავნო“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა ხშირად ასოცირდება სამედიცინო ეთიკასთან, ის ჰიპოკრატეს ფიცის ფუნდამენტური პრინციპია.
  5. „განკურნების ხელოვნება მდგომარეობს დროსა და შესაძლებლობაში“. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ გამოჯანმრთელებას სჭირდება როგორც სამედიცინო ჩარევა, ასევე შესაბამისი დრო.
  6. „ექსტრემალური დაავადებები მოითხოვს ექსტრემალურ საშუალებებს“. ეს განცხადება ეხებამძიმედაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას.
  7. „დაავადების ნამდვილი მკურნალები ჩვენში არსებული ბუნებრივი ძალებია“. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ბუნება სასიცოცხლო როლს ასრულებს განკურნებაში.
  8. „მნიშვნელობა არ აქვს, რა დაავადება აქვს ადამიანს, არამედ როგორი ადამიანია ამ დაავადების მქონე“. ჰიპოკრატეს მიდგომა ხაზს უსვამდა თითოეული პაციენტის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.
  9. „ჭარბი ენერგია ბუნების საწინააღმდეგოა“. ეს იდეა ხაზს უსვამს ზომიერების მნიშვნელობას ჯანმრთელობასა დამკურნალობაში.
  10. „თუ ცუდ ხასიათზე ხართ, გაისეირნეთ. თუ კვლავ ცუდ ხასიათზე ხართ, მეორედ გაისეირნეთ“. ჰიპოკრატე ემოციური პრობლემების სამკურნალოდ ფიზიკურ აქტივობას ურჩევდა.
  11. ხშირად საუკეთესო წამალი წამალზე უარის თქმაა.დიახ, ზოგი დაავადების მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება მედიკამენტებზე უარის თქმაა. ეს სხეულს საშუალებას აძლევს რომ დამოუკიდებლად გამოჯანმრთელდეს.
  12. თუ ცხოვრების წესის შეცვლა არ შეგიძლია, ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარება.ჰიპოკრატეს ეს ციტატა პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეა. თუ ადამიანს ცვლილება არ სურს და საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ის საკუთარ ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებს. როდესაც კაცი წყალში იხრჩობა, ხელი უნდა გამოგიწოდოს, რომ მისი გადარჩენა შეძლო. ამიტომ, თუ ადამიანს ცხოვრების შეცვლა არ უნდა, ის მხოლოდ იწუწუნებს და უმოქმედო იქნება.
  13. უმიზეზოდ არაფერი ხდება. თუ რამე მოხდა, ამას აუცილებლად მიზეზი ჰქონდა.ეს სიტყვები მიზეზშედეგობრივ კავშირს გამოხატავს და იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა დადებით თუ უარყოფით მოვლენას თავისი მიზეზი ან მიზანი აქვს. ზოგჯერ, როდესაც რაღაც ხდება, მიზეზს მაშინვე ვერ ვხვდებით, თუმცა დრო გვაჩვენებს, რომ მომხდარმა საჭირო ადგილზე მიგვიყვანა.
  14. ადამიანის სული სიკვდილამდე ვითარდება.პიროვნული და სულიერი ზრდა მოგზაურობას ჰგავს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ადამიანები მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
  15. დაავადებების უმეტესობა იმისგან მომდინარეობს, რასაც ორგანიზმს ვაწვდით. მითხარი, რას ჭამ და გეტყვი, რით ხარ ავად.უამრავი დაავადება სწორედ ჩვენი საკვებისა და იმ ნივთიერებების დამსახურებაა, რომლებსაც მოვიხმართ. ეს სიტყვები ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  16. ცხოვრება ცვლილებების ჯაჭვია.დიახ, ცხოვრება გარდაქმნების უწყვეტი ჯაჭვია, ამიტომ ადამიანმა გამუდმებით ცვალებად გარემოებებთან და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება უნდა შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება, როგორც ცხოვრებისეული მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი, ისე მივიღოთ.
  17. დაავადება ყოველთვის სიჭარბისგან ან უკმარისობისგან ანუ დისბალანსისგან ჩნდება.კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის წონასწობის დაცვა მნიშვნელოვანია. დაავადებები ხშირად ორგანიზმში წონასწორობის დარღვევის დროს ვითარდება. ეს კონცეფცია ჰოლისტიკური მედიცინის მიდგომას შეესაბამება, რომელიც დაავადებას განიხილავს არა როგორც იზოლირებულ მოვლენას, არამედ დისფუნქციის სიმპტომს, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნებაზე, როგორც მთლიან არსებაზე.
  18. შიში და სევდა, რომელიც ადამიანს ეუფლება, ავადმყოფობისკენ უბიძგებს.ხანგრძლივმა ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დამღუპველი გავლენა მოახდინოს. ამ ციტატით ჰიპოკრატე ყურადღებას გონება-სხეულის კავშირსა და ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს.
  19. სიარული საუკეთესო წამალია.სიარულის სარგებელი უკვე ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ისეთი მარტივი და რეგულარული აქტივობა, როგორიც სიარულია, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
  20.  უმიზეზო დაღლილობა დაავადების შესახებ გაფრთხილებთ.დიახ, ეს შეიძლება მოახლოებული დაავადების გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ის მოგიწოდებთ, რომ სხეულიდან მომავალ სიგნალებს ყურადღება მიაქციოთ და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოთ.
  21. არავის უამბოთ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, თორემ გაამწვავებთ. ისაუბრეთ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელობას მიიზიდავთ.ეს სიტყვები პოზიტიური აზროვნების ძალისა და გავლენის შესახებ მეტყველებს. დადასტურებულია, რომ გონება სხეულზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ პოზიტიური მსოფლმხედველობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე WHO-ს ექსპერტი Relief International-ის მმართველი საბჭოს წევრი Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოშიგაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი 25 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილებით

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? - ოპერაციები ზაფხულში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights