სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ...

მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

NCDC-ს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია ცენტრის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე – ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისში ახალი ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights