პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც...

მიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია

არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არ უთქვამთ. ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.

„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჰაიმორიტი, სინუსიტი…
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights