ამ ვირუსზე ვერ მოქმედებ ცხელება – ახალი „პანდემიური საფრთხე“, რომელზეც მეცნიერები საუბრობენ

0
501
მამაკაცი ფრინველის გრიპის ისეთი შტამით დაინფიცირდა, რომელიც აქამდე ადამიანში არ დაფიქსირებულა
#post_seo_title

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ცხელება, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმია, ფრინველის გრიპის ვირუსზე ვერ მოქმედებს. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ადამიანის ჩვეულებრივი გრიპი ზედა სასუნთქ გზებში ვითარდება, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 33°C-ია. ცხელების დროს სხეულის ტემპერატურის 41°C-მდე აწევა ინფექციის პროგრესს ანელებს.

თუმცა, ფრინველის გრიპის ვირუსები ბევრად მაღალი ტემპერატურის პირობებში მრავლდება – ქვედა სასუნთქ გზებში და ფრინველებში 40–42°C ტემპერატურაზე, რაც ადამიანის ცხელებასაც კი აჭარბებს.

მეცნიერებმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. პროცესში ისინი ადამიანის ცხელების მსგავს ტემპერატურაზე იმყოფებოდნენ. ასეთ დროს ორგანიზმში ჩვეულებრივი გრიპი ვერ მრავლდებოდა, მაგრამ ფრინველის გრიპი აქტიურობას არ კარგავდა და მძიმე დაავადებას იწვევდა.

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი სემ უილსონი, აცხადებს, რომ ადამიანებში ფრინველის გრიპის ინფექციები იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობა გამაფრთხილებლად მაღალი რჩება. ამიტომ, ფრინველის გრიპის პოტენციური პანდემიისთვის მზადება აუცილებელია.

ფრინველის გრიპის საფრთხე კვლავ იზრდება

კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის შტატში ამერიკელი დაიღუპა ფრინველის გრიპის შტამით, რომელიც აქამდე ადამიანებში არ ფიქსირდებოდა – ეს იყო აშშ-ში მხოლოდ მეორე ლეტალური შემთხვევა.

ევროპელ ექსპერტებსაც უფრო მწვავე პანდემიის ეშინიათ. მათი თქმით, ფრინველის გრიპის შესაძლო აფეთქება COVID-19-ზე უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

შემოდგომაზე, მიგრირებადი ფრინველების გამო, ინფექციების მატება მოსალოდნელია, რაც ვირუსის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრინველის გრიპი ადამიანებს შორის გადამდები გახდა, შესაძლოა ახალი გლობალური კრიზისი დაიწყოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კომუნიკაცია კლინიკაში – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ