ცხვირის წვეთები, რომელიც თავის ტვინის ყველაზე აგრესიულ კიბოს ებრძვის – ახალი კვლევა

0
527
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა
#post_seo_title

მკვლევრებმა შექმნეს ცხვირის წვეთები, რომლებიც ცხვირში არსებულ ნერვებს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიუყვება, რათა ებრძოლოს თავის ტვინის ყველაზე მომაკვდინებელ კიბოს.

პირველადი ცდის შედეგები აჩვენებს, რომ პრეპარატმა უსაფრთხოდ მიაღწია სამიზნეს და თაგვები სასიკვდილო სიმსივნეებისგან დაიცვა.

„ეს მიდგომა აჩენს გლიობლასტომის უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების იმედს და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს კლინიკური გამოყენებისკენ. ის ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება კიბოს იმუნოთერაპიის მიღწევა სხვაგვარად ძნელად მისადგომი სიმსივნეების შემთხვევაში“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ალექსანდერ სტეგი.

გლიობლასტომა სიმსივნეები ძალიან აგრესიულია, ძნელია მათი ადრეული დაფიქსირება და თიშავს ჩვენი სხეულის ტიპურ იმუნურ რეაგირებას, რის გამოც რთულია კიბოს ტრადიციული თერაპიებით მათი მიზანში ამოღება.

ეს სიმსივნეები მიწვდომადაც ძალიან რთულია, რადგან წარმოიქმნება თავის ტვინში ან ცენტრალური ნერვული სისტემის გასწვრივ, ნებისმიერ ადგილას.

ეს კიბო აზიანებს თავის ტვინის ფუნქციას, რადგან იწვევს მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების შეშუპებას, შეკუმშვას და სისხლის მიწოდების შეზღუდვას.

წარსულში, მკვლევრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც თაგვების იმუნურ სისტემას ატყობინებს ფარული კიბოს არსებობის შესახებ; ამისათვის მიმართეს კიბოს უჯრედებში ინტერფერონის გენების სტიმულირებას (STING). როგორც წესი, ინტერფერონის გენები სხეულს ვირუსული ინფექციების შესახებ ატყობინებს.

სამწუხაროდ, პრეპარატები, რომლებმაც ამას მიაღწიეს, სხეულში სწრაფად იშლება და საჭიროებს მრავალჯერად ინვაზიურ შეყვანას, რათა მიაღწიოს პირდაპირ კიბოს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა აკანკშა მაჰაჯანმა და მისმა კოლეგებმა ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შეიმუშავეს უფრო მარტივი გზა პრეპარატების საჭირო ადგილამდე მისაღწევად.

„ნამდვილად გვსურდა, რომ ეს პროცესი მინიმუმამდე შეგვემსუბუქებინა პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე ისედაც ავად არიან; ვიფიქრე, რომ ამ პრეპარატების არაინვაზიური გზით მიწოდებისთვის შეგვეძლო სფერული ნუკლეინის მჟავის პლატფორმების გამოყენება“, — განმარტავს მაჰაჯანი. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია - ეს მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი უამრავი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ