სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა - ყველა ერთდროულად და პროფესიონალურად მოქმედებდა და...

ახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა – ყველა ერთდროულად და პროფესიონალურად მოქმედებდა და იმ პატარა სივრცეში, ხალხის სითბოსა და ბრიგადის სისწრაფეს შორის, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა

ქობულეთის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადას განსაკუთრებული გამოძახება ჰქონდა — მშობიარობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი “შენი სიცოხლის გადასარჩენად”  წერს.

ახალგაზრდა ქალი მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად.
ექიმი ელეონორა ცაცანიდი: „გამოძახების ადგილზე მისულებს, საცხოვრებელ კორპუსთან აღელვებული სამეზობლო დაგვხვდა. პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა და მის ჰოსპიტალიზაციას ვეღარ მოვასწრებდით.“
ბრიგადის წევრები მაშინვე მობილიზდნენ და ადგილზე მშობიარესთვის უსაფრთხო გარემო შექმნეს.
ყველა ერთდროულად და პროფესიონალურად მოქმედებდა და იმ პატარა სივრცეში, ხალხის სითბოსა და ბრიგადის სისწრაფეს შორის, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა.
ექთანი დედას უტარებდა საჭირო სამედიცინო მანიპულაციას, ექიმი ბავშვს და პროტოკოლით გათვალისწინებული დახმარების შემდეგ დედა და ახალშობილი ქობულეთის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.
მოგვიანებით ექიმმა კიდევ ერთხელ მოიკითხა მისი პაციენტები — ორივე თავს კარგად გრძნობენ და უკვე სახლში იმყოფებიან.
ექიმი ელეონორა ცაცანიდი მე-8 წელია რაც სასწრაფო დახმარების ექიმია, მისთვის ეს მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლავთ და როგორც თავად ამბობს: „ ასეთი მომენტები გვახსენებს, რატომ აქვს სიცოცხლეს ყველაზე დიდი ხმა“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მუცლის გასახდომი დიეტა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights