სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ნევროლოგიურ პრობლემებზე | როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეული თავბრუსხვევა

რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ნევროლოგიურ პრობლემებზე | როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეული თავბრუსხვევა

რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ნევროლოგიურ პრობლემებზე | როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეული თავბრუსხვევა – რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს

ნევროლოგი თეა მაისურაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ თავბრუხვევით მომართვიანობა ძალიან ხშირია, უმეტესად თანდართული შფოთვით, რა დროსაც ამ პრობლემის დრამატიზება ხდება.
ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის მიერ შეფასდეს, თუ რამ გამოიწვია თავბრუსხვევა.
„ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს და ამ პრობლემის საკმაოდ დრამატიზება ხდება. სანამ ექიმები დაადგენენ, რასთან არის თავბრუსხვევა დაკავშირებული, ექიმებშიც კი გაოგნებას იწვევს, იმდენად დრამატიზება ხდება, რაც საკმაოდ მძიმე ნევრულოგიური პრობლემების შენიღბვას ახდენს.
ხშირი მიზეზია შფოთვითი აშლილობების, როგორიც არის სომატოფორმული აშლილობები და დეპრესიის, რადგან ძალიან მძიმედ, მას რჩება შიში, შფოთვა და ეს იწვევს მძიმე მდგომარეობას.
ხშირი დიაგნოზი ეს არის კეთილთვისებიანი, პაროქსიზმული-პოზიციური თავბრუსხვევა, რომელიც თანდართულია მწვავე, შეტევითი თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, ღებინებით და ძალიან დრამატულად არის გამოხატული, რაც ნევროლოგიური წარმოშობის ჭეშმარიტი სისტემური თავბრუსხვევებია.
თავბრუსხვევა ძალიან ბევრ დაავადებას ახლავს თან, შესაძლოა კარდიოლოგიური ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა იყოს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ შეფასებას…“ – ამბობს თეა მაისურაძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს მდგომარეობის დამძიმება - ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა“-ივანე ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights