ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი ღვიძლის გაცხიმოვნებაზე საუბრობს
როცა ღვიძლი გადატვირთულია — იწყება გაცხიმოვნება, რაც იწვევს დაღლილობას, მუცლის არეში სიმძიმეს, შებერილობას და ენერგიის მკვეთრ დაცემას.
სწორ კვებას და ფიზიკური ჩვევების ცვლილებას შეუძლია ბუნებრივად შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი დაგროვება და აღადგინოს ბალანსი.
4 ნაბიჯი ღვიძლის ბალანსისკენ
1.ნაკლები დამუშავებული შაქარი და ფქვილი
— ტკბილეულის, გაზიანი სასმელებისა და თეთრი პურის შემცირება ამცირებს ცხიმის დაგროვებას ღვიძლში.
2.მოძრაობა ყოველდღე
— დღეში 30–40 წუთი სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ასტიმულირებს ცხიმის მეტაბოლიზმს.
3.დალიე საკმარისი წყალი
— 6–8 ჭიქა დღეში ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოყოფაში და ღვიძლის განტვირთვაში.
4.დაიძინე დროულად
— ღამის ძილისას ღვიძლი გადამუშავების რეჟიმში გადადის, ამიტომ ხარისხიანი ძილი აუცილებელია.
4 პროდუქტი, რომლებიც ბუნებრივად წმენდს ღვიძლს
1.ისპანახი და ბოსტნეული მწვანე ფერის – ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
2.ლიმონი და ციტრუსები – ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას და აუმჯობესებს მონელებას.
3.ავოკადო – რომელიც იცავს ღვიძლის უჯრედებს.
4.ნუში და კაკალი – მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას.
ჩემი პრაქტიკული კომბინაციები ღვიძლის მხარდასაჭერად
დილა: თბილი წყალი ლიმონით + ბერძნული იოგურტი + ჩია
ლანჩი: ბოსტნეულის სალათი + ავოკადო + მოხარშული ქათამი
საღამო: თბილი ბულიონი ან ბოსტნეულის სუპი + ნუში
სნექი: მწვანე ვაშლი ან კიტრი ლიმონით.
როდის უნდა მიმართო სპეციალისტს?
- მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
- მუცლის შებერილობა ან სიმძიმე მარჯვენა მხარეს
- კანის სიყვითლე ან გამონაყარი
- ანალიზებში „ღვიძლის ფერმენტების“ მომატება
ამ ნიშნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ჰეპატოლოგთან კონსულტაცია,
რათა შეფასდეს მდგომარეობა და აიცილო გართულება.
ღვიძლის ბალანსი — ჯანმრთელი მეტაბოლიზმის საწყისი წერტილი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


