პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
მთავარიშენი ექიმი„ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის“ - რა კავშირია წნევასა...

„ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის“ – რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის და რა ითვლება ნორმად

,,წნევა არის შედეგი და არა მიზეზი თავის ტკივილის”

ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს, რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის და რა ითვლება ნორმად.მისი თმით, “კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება” – ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის.

„წნევას საერთაშორისო ნორმა აქვს და არ არსებობს ქართული ნორმა. მაგრამ, თუ ვინმეს დაბალი წნევა აქვს და 120-ზე ცუდად არის, ესე იგი, ცუდად რომ არის, იმიტომ აქვს 120. 120, 130, 180 თავის ტკივილის მიზეზი არასდროსაა. მაგრამ, თავის ტკივილის დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, ისეთი ნეიროშუამავლები, ადრენალინი, რომელიც წნევის მომატებას იწვევს. წნევა არის თავის ტკივილის შედეგი და არა მიზეზი. წელიწადი გავა, ჩვენთან, კლინიკაში, თავის ტკივილის სიმპტომით ათასი პაციენტი მოვა და შეიძლება, ერთხელ არ დამჭირდეს კისრის გადაღება. ელექტროენცეფალოგრაფია მჭირდება იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ნიშნები არსებობს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გრძნობთ წვას ან ტკივილს შარდვისას? ეს მხოლოდ უხერხულობა არ არის - შესაძლოა, შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი, გაქვთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights