ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
მთავარიშენი ექიმიფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანი - როგორ შეიძლება მშობელმა...

ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანი – როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს

როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს

ივანე ჩხაიძე, გადაცემაში”პირადი ექიმი მარი მალაზონია”განმარტავს, როგორ შეიძლება მშობელმა ეჭვი ფილტვების ანთებაზე მიიტანოს:

„ბავშვებში სუნთქვის სიხშირის დათვლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პირველ რიგში, ფილტვების ანთების, შეფასების ყველაზე უტყუარი და სპეციფიკური ნიშანია. წნევის, ტემპერატურის გაზომვა ძალიან კარგად ვიცით. ბოლო პერიოდში, სატურაციის გაზომვა ძალიან კარგად ვისწავლეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვის შეფასების არსენალში კიდევ ერთი ნიშანი დაემატება – ვნახოთ, დავთვალოთ, რამდენჯერ სუნთქავს ჩვენი შვილი. 1 წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი ექიმისთვის იდეალური მიმანიშნებელი იქნება იმისა, აქვს თუ არა ბავშვს სავარაუდოდ ფილტვების ანთება. ეს ასაკზეა დამოკიდებული და ამიტომ, ციფრებზე არ გავჩერდები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა აქვს, დათვალეთ და ექიმს უთხარით. ეს ციფრი მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ტემპერატურის მატება ან თუნდაც ხველის ხანგრძლივობა“, – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალი კვლევა: მარილის ჭარბი მოხმარება შესაძლოა დეპრესიასა და შფოთვასთან იყოს კავშირში - გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights