ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიდანია ისტორიას წერს! - უპრეცედენტო გადაწყვეტილება: თქვენი სახე, ხმა და სხეული —...

დანია ისტორიას წერს! – უპრეცედენტო გადაწყვეტილება: თქვენი სახე, ხმა და სხეული — ახლა თქვენი სამართლებრივი საკუთრება ხდება! – ეს რას ნიშნავს?

დანია ისტორიას წერს!

2025 წლის 26 ივნისს დანიამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება:
თქვენი სახე, ხმა და სხეული — ახლა თქვენი სამართლებრივი საკუთრება ხდება!
ეს რას ნიშნავს?
  • თუ ვინმე თქვენს ფოტოს, ვიდეოს ან ხმას გამოიყენებს თქვენთან შეუთანხმებლად —
  • შეგიძლიათ მყისიერად მოითხოვოთ წაშლა
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია
  • პლატფორმებს დაუსახეს მკაცრი ვალდებულებები რეაგირების ვადებზე
  • დიპფეიკები და ციფრული ტყუილი ვიდეოები მიიღებენ სამართლებრივ პასუხს
დანიაში ეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკაა — მოქალაქის ციფრული იდენტობა იმდენადვე დაცულია, როგორც მისი ქონება.
როდის ამოქმედდება?
მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში შევა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოში?
• დიპფეიკები და ყალბი ვიდეოები უკვე პრობლემაა საქართველოში
• ბავშვების ფოტოები ხშირად ვრცელდება ნებართვის გარეშე
• მედიასა და პლატფორმებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობა
• საქართველო ევროპულ ციფრულ სივრცეს მიჰყვება — ძალიან დიდი შანსია მსგავსი რეგულაციები აქაც გაჩნდეს
ეს არის მომავალი:
  • თქვენი სახე — თქვენი საკუთრება
  • თქვენი ხმა — თქვენი უფლება
  • თქვენი იდენტობა — თქვენი დაცვა
წყაროები:
1. Bryant M. Denmark to give people copyright over their own face, voice and body to fight deepfakes. Business & Human Rights Resource Centre. 2025 Jun 27. Available from: https://www.business-humanrights.org/…/denmark-to-give…/
2. Axelsson S. Owning the Self: Denmark’s Copyright Turn Against Deepfakes. Schjodt. 2025 Sep 3. Available from: https://schjodt.com/…/owning-the-self-denmarks-copyright…
3. Denmark takes action to tackle deepfake harms. ICLG News. 2025 Jul 1. Available from: https://iclg.com/…/22776-denmark-takes-action-to-tackle…
4. Leiden University. Danish citizens to get copyright to their whole body. In the Media. 2025 Jul 18. Available from: https://www.universiteitleiden.nl/…/danish-citizens-to-get…—what-about-the-netherlands
5. World Economic Forum. Deepfake legislation: Denmark moves to protect digital identity. 2025 Jul 30. Available from: https://www.weforum.org/…/deepfake-legislation-denmark…/

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "მაიმუნის ყვავილის" საფრთხეები და მკურნალობის გზები - მსოფლიოს ექიმების შეშფოთებას იწვევს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights