ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025
მთავარიშენი ექიმი„ეს ძალიან დიდი შეცდომაა...“ - ექიმი, ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს

„ეს ძალიან დიდი შეცდომაა…“ – ექიმი, ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს

კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტის,  ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმი ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში,  „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია.

წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ურჩევენ ჩამოეკიდონ „ტურნიკზე“ იმ მიზეზით,
თითქოს მოხდება მოჭყლეტილი ნერვის დეკომპრესია. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს ისედაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკის რკალი, ხოლო ჩვენ რომ ჩამოვეკიდებით, ჩვენი სხეულის მთელი ძალით, ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება. ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ გთხოვთ, ხერხემლის ტკივილისას ნუ ჩამოეკიდებით „ტურნიკზე“ და არც არავის ურჩიოთ, რომ ჩამოეკიდოს.
უპირველესად უნდა დავადგინოთ მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს, უნდა გადავიღოთ MRI და უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას“, – ამბობს ექიმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ამაზონის ტროპიკული ტყის გულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც არაჩვეულებრივი - სოკო, რომელიც პლასტმასს ჭამს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights