სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროგანიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის...

განიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს სეფსისის მართვაში, მწვავე რესპირაციული სინდრომის და კარდიო-რესპირაციული უკმარისობის მართვის უახლეს მეთოდებს

ჯანდაცვის მინისტრმა კონფერენციაში – „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“ – მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვა.

ორდღიან კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პროფესორები, ქართველ კოლეგებთან ერთად, განიხილავენ თანამედროვე მიდგომებს გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლს სეფსისის მართვაში, მწვავე რესპირაციული სინდრომის და კარდიო-რესპირაციული უკმარისობის მართვის უახლეს მეთოდებს, ასევე მწვავე ინფექციების მართვის თანამედროვე გამოწვევებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ქვეყანაში საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და დანერგვის პროცესში.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით გაამართა.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ექიმები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მაგალითების გაზიარებით, გააანალიზონ, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანი გახდეს კონკურენცია და კიდევ მეტად იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights