საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს.
პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კენჭისყრისას უმრავლესობამ ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.
არჩევნები კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.
ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.
აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.
„პირველ რიგში ეს არის საქართველოსთვის უზარმაზარი მიღწევა და დიდი წარმატება. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება და აღიარება ქვეყნის იმ რეფორმებისა, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში – ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, ადამიანზე ორიენტაცია და ა.შ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოადგილემ, ირაკლი სასანიამ.
„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ნომინანტების შერჩევასთან დაკავშირებულ სესიაში მონაწილეობისათვის. გვსურს, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ რეგიონულმა კომიტეტმა, დახურულ შეხვედრაზე, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. რეგიონული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, წევრობის კანდიდატებად წარდგებიან გაერთიანებული სამეფო და საქართველო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ ასტა ვალდამარსდოთირმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

