სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში“-გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში“-გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ეს არის მომავალი, რომელიც უკვე საქართველოში დაიწყო“

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (MD, MPH, PhD)
„პერსონალიზებული მედიცინა მთლიანად ცვლის მიდგომას პაციენტის მკურნალობისადმი.
აქ აღარ მოქმედებს პრინციპი „ერთი მკურნალობა ყველასთვის“.
გადაწყვეტილებას აღარ ვიღებთ ვარაუდით — დღეს უკვე შესაძლებელია მკურნალობის შერჩევა თითოეული ადამიანის ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემების მიხედვით.
ეს ნიშნავს: უფრო ზუსტ დიაგნოზს, მიზანმიმართულ მკურნალობას და ნაკლებ დროს ისეე ექსპერიმენტებზე.
პროცესი საქართველოში უკვე დაიწყოეს აღარ არის მომავალი, ეს არის რეალობა.“
პერსონალიზებული მედიცინა უკვე თბილისში — რევოლუცია მკურნალობის ხარისხში
8 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია-ში გაიმართა პირველი მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც მთლიანად მიეძღვნა პერსონალიზებულ მედიცინას:
„ინოვაციები პერსონალიზებულ მედიცინაში: გამოწვევები და შესაძლებლობები“
(ორგანიზატორი: Thermo Fisher Scientific) 
ეს არის კომპანიის იმავე დონის ღონისძიება, რომელიც обычно ტარდება ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში — და ახლა უკვე თბილისში.
ღონისძიებამ საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას აჩვენა, რომ სამეციცინო მეცნიერებაში ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა.
რას ნიშნავს პერსონალიზებული მედიცინა?
პერსონალიზებული მედიცინა არის მკურნალობის ისეთი მიდგომა, სადაც:
• პაციენტი აღარ არის საშუალო სტატისტიკა
• მკურნალობა შეირჩევა პაციენტის უჯრედების და გენეტიკური პროფილის მიხედვით
• ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებაზე, და არა ინტუიციაზე დაყრდნობით
ეს მიდგომა პასუხობს მთავარ კითხვას:
„რა იმუშავებს კონკრეტულად ამ ორგანიზმში?“
თბილისში წარმოდგენილი ტექნოლოგიები — რაც ცვლის სამედიცინო მომავალს
ღონისძიების ოფიციალური პროგრამის მიხედვით :
მოლეკულური პროფილირება
დაავადების წარმოშობის აღმოჩენა უჯრედულ დონეზე — სწრაფად და მაღალი სიზუსტით.
იმუნური და სიმსივნური უჯრედების ვიზუალიზაცია ახალი თაობის ციტომეტრიით
ინფორმაცია, რომელიც ტრადიციულ ანალიზებში საერთოდ არ ჩანს.
ღეროვანი უჯრედების 3-განზომილებიანი პლატფორმა
ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციული მედიცინის განვითარება.
ეპიგენეტიკური ტესტი (EpiCheck®)
სიმსივნის აღმოჩენა ყველაზე ადრე — ხშირად მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიები ამცირებს შეცდომის რისკს და ზრდის სწორი მკურნალობის შანსს.
რას იგებს პაციენტი?
• მკურნალობა ირჩევა ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით
• მცირდება გვერდითი რეაქციების რისკი
• აღარ არის „ცდა–შეცდომის“ მიდგომა
• ექიმი ხედავს რა ხდება კონკრეტულად პაციენტის ორგანიზმში
ეს არის სრულიად ახალი სამედიცინო ფილოსოფია:
  • „არ ვცადოთ — ზუსტად ვიცით.“
  ფსიქიკური ჯანმრთელობა იწყება ნაწლავში: მიკრობიომის როლი გონებრივი სიმშვიდის დაბრუნებაში
საქართველო უკვე ამ პროცესშია
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში ამ ტექნოლოგიების დანერგვას იწყებენ. 
ეს ნიშნავს:
  • საქართველო აღარ ადევნებს თვალს პროგრესს —
  • საქართველო ხდება პროგრესის ნაწილი.
დასკვნა
პერსონალიზებული მედიცინა =
ზუსტი დიაგნოზი + მიზანმიმართული მკურნალობა + ნაკლები რისკი
ეს უკვე იწყება აქ — საქართველოში.
მეტი სანდო და თანამედროვე სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ
ავტორი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights