ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმი„თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ - ძალიან...

„თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ – ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული“-ივანე ჩხაიძე

ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული, – განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ და აუცილებელია მკურნალობის ჩატარება.

„ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მკვეთრად გამოხატული ქავილი და ქავილის შედეგად შესაძლებელია კანზე განაკაწრები გამოჩნდეს, მეორადად დაინფიცირდეს, ეს მისი ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც არცთუ ისე ხშირად ვითარდება.
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული. რაკი ჩვენ ახლო კონტაქტებზე ვსაუბრობთ, თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, რისკს და როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ოჯახის ამ წევრებთანაც მკურნალობის ჩატარება აუცილებელია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თუ არ გსმენიათ წყლის, სოდისა და ძმრის ნარევის საოცრების შესახებ, აუცილებლად წაიკითხეთ სტატია - სასწაულმოქმედი სამკურნალო სასმელი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights