ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, სადაც მრავალი პაციენტი გათავისუფლდა ამ პრობლემისგან და ისწვალა მისი მართვა.
გთავაზობთ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის მეთოდს, რაშიც მოიაზრება ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის მიერ კვლევის შედეგად შექმნილი ინდივიდუალური კვების მოდელი და ფიზიკური აქტივობა, სხვა დამხმარე მკურნალობის მეთოდებთან ერთად.
სიმსუქნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, ბავშვთა ასაკიდან დაწყებული, ზრდასრულობამდე დასრულებული. ეს პრობლემა აღენიშნება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.
ხშირად, სიმსუქნე პიროვნებისგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს. ფიზიკური და სოციალური გარემო კი გავლენას ახდენს ცხოვრების წესის არჩევანზე და არაჯანსაღი საკვების მოხმარებაზე. ამგვარად, სიმსუქნე რთული ბიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგია.
რა უნდა გავაკთოთ სიმსუქნის პრევენციისთვის?
აუცილებელია:
• განათლება
• ჯანსაღი კვება და წყალი
• ფიზიკური აქტივობა ინდივიდუალურად შერჩეული ინტენსივობით
• საკმარისი ძილი
• სტრესის მართვა
ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა წონა დაავადების განვითარების მიზეზს და თუ ასეა, განიხილეთ სიმსუქნის მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტები, რათა შეამციროთ ჯანმრთელობის გაუარესების პოტენციური რისკები!
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

