სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროდელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა - კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის...

დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა – კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს

კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს.

დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გასული წლის ანგარიში წარადგინა ევროპის რეგიონულმა დირექტორმა – ჰანს კლუგემ, რომელმაც საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმას ისტორიული უწოდა და მიხეილ სარჯველაძეს, აღნიშნული წარმატება მიულოცა.

სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ იმ პროგრამასა და რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეების ფინანსურ დაცულობას, ასევე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მან, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელებსა და ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს.

ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ღონისძიებას, ასევე, ესწრებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

სესიის ფარგლებში, ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი ბორდისა და ევროპის რეგიონის ჯანდაცვის კომიტეტის წევრების არჩევნები.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 53 წევრი ქვეყნის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იმსჯელებენ ევროპის სამუშაო პროგრამის პროექტზე 2026–2030 წლებისთვის (EPW2), რომლის მიზანიც ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება და ხუთწლიანი გეგმის განსაზღვრაა. სესიაზე, განიხილავენ, 2026–2030 წლებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტრატეგიას ევროპის რეგიონში. ასევე – 2025-2030 წლებისთვის, ინოვაციების გამოყენების სტრატეგიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, ევროპის რეგიონში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights