საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
რეკომენდაცია თუ რეკლამა?
- როცა ექიმი საჯაროდ ასახელებს დანამატს —
- ეს აღარ არის რჩევა, ეს უკვე რეკლამაა.
ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ:
ერთი ინგრედიენტის კვლევა (მაგ. D, K2, კალციუმი)
არ ამართლებს კონკრეტული პროდუქტის რეკომენდაციას.
თუ არ არსებობს დამოუკიდებელი კლინიკური კვლევა იმავე კომბინაციაზე, იმავე ბრენდზე,
არც ერთი ექიმი ვერ იტყვის სამეცნიერო ენით:
„ეს პროდუქტი ნამდვილად მოქმედებს.“
FDA, ISO, GMP, COA —
ეს მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტებია, არა სამეცნიერო მტკიცებულება.
ისინი არ ამტკიცებენ, რომ დანამატი ეფექტურია ან უსაფრთხოა კლინიკურად.
ეთიკა არ იცვლება სიტყვებით.
ფრაზა „მე არ ვაკეთებ რეკლამას, მე უბრალოდ ვურჩევ“
- არ აქცევს რეკლამას სამეცნიერო რჩევად.
- როცა ექიმი საჯაროდ ასახელებს ბრენდს —
- იგი უკვე მონაწილეობს კომერციულ კომუნიკაციაში.
ეს აკრძალულია:
•მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ეთიკური კოდექსით (WMA)
•WHO-ის რეკომენდაციებით კომერციული გავლენის თავიდან ასაცილებლად
•ევროკავშირის რეგულაციებით №1924/2006 და №1169/2011
•საქართველოს კანონის „სარეკლამო საქმიანობის შესახებ“ მუხლით 5(ზ)
ექიმის სიტყვა გავლენიანია.
- და როცა ის საჯაროდ ამბობს პროდუქტის სახელს —
- ეს უკვე გავლენის მოხდენაა მოსახლეობაზე,
- განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ენდობა ექიმის ავტორიტეტს.
პროფესიონალიზმი = ეთიკა + ნეიტრალიტეტი
სამედიცინო ავტორიტეტი არ უნდა იქცეს მარკეტინგის ინსტრუმენტად.
ნუ აურევთ რეკომენდაციას რეკლამაში.
ერთი იცავს საზოგადოებას — მეორე არღვევს ნდობას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Sheni Network
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. არც ერთი ექიმი ვერ იტყვის სამეცნიერო ენით: „ეს პროდუქტი ნამდვილად მოქმედებს.“ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/10/28/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge
