მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია

0
510
მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია
#post_seo_title

ათწლიანი მუშაობის შემდეგ, მეცნიერები თირკმლის გადანერგვის სფეროში უმნიშვნელოვანეს გარღვევასთან ახლოს არიან.

შესაძლოა, მალე დონორისგან თირკმლის გადაცემა განსხვავებული სისხლის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის შევძლოთ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ლოდინის დროს და გადაარჩენს მრავალ სიცოცხლეს.

კანადისა ჩინეთის ინსტიტუტების მკვლევრებმა შექმნეს უნივერსალური თირკმელი, რომელიც თეორიულად ნებისმიერმა პაციენტმა შეიძლება მიიღოს.

ეს სატესტო ორგანო ტვინ მკვდარ პაციენტში რამდენიმე დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსმა თირკმელმა ადამიანში იმუშავა. ამით ჩვენ დიდი ინფორმაცია მივიღეთ და შედეგებს გავაუმჯობესებთ”, — თქვა ბიოქიმიკოსმა სტივენ ვიზერსმა.

დღეს I ჯგუფის სისხლის (O ტიპის) მქონე ადამიანები, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებათ, ამავე სისხლის მქონე დონორებს უნდა დაელოდნენ. ეს დონორების რაოდენობას ამცირებს. მეტიც, რადგან I ტიპის თირკმელები სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშიც ფუნქციონირებს, ისინი განსაკუთრებულ დეფიციტშია.

იმ შემთხვევაში თუ მიმღების სხეულის გაწვრთნა მოხდება, სხვადასხვა სისხლის ჯგუფის თირკმლების გადანერგვა შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი მაინც შორსაა სრულყოფილებისგან და დიდად არც პრაქტიკულია. მთლიანობაში ეს ძვირადღირებული პროცესია და საკმაოდ სარისკოა.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა II ჯგუფის თირკმელი I ჯგუფის თირკმლად ეფექტიანად გარდაქმნეს. ამისთვის მათ აქამდე იდენტიფიცირებული ფერმენტები გამოიყენეს, რომლებიც შაქრის იმ მოლეკულებს აშორებს, რომლებიც II ჯგუფის სისხლის მარკერებს წარმოადგენს. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ