სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეებიგაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

გაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

გასულ წელს ნახშირორჟანგის (CO2) საშუალო კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში მილიონზე 3,5 ნაწილაკით გაიზარდა (3,5 ppm).

ინფორმაცია გაეროსთან არსებული მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ ბიულეტენში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა გაზომვების დაწყების (1957 წ.) შემდეგ არ დაფიქსირებულა.

შედარებისთვის: 2011-2020 წლებში საშუალო წლიური ზრდა მილიონზე 2,4 ნაწილაკი იყო.

ნაწილაკები მილიონზე (ppm) სტანდარტული ერთეულია, რომლითაც ატმოსფეროში აირების კონცენტრაციას ზომავენ. ის გვიჩვენებს, მოცემული აირის რამდენი მოლეკულა მოდის ჰაერის შემადგენლობაში შემავალი სხვა აირების ერთ მილიონ მოლეკულაზე.

„სისტემა ინგრევა. მისი ქცევა იცვლება. ჩვენ ვეღარ ვიწინასწარმეტყველებთ, განმეორდება თუ არა ეს ზრდა წელს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით“, – განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა ოქსანა ტარასოვამ.

ორგანიზაციაში დასძინეს, რომ რეკორდულ დონეს მიაღწია ასევე მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამაც. ეს მეორე და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირებია, რომლებიც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights