სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარისამინისტრომსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება

მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში გამართული მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, მალარიის მართვისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, – ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, 2025წლის იანვარში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი – ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის შექმნა, კარგად მომზადებული ზედამხედველობის სისტემა, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალთა შეუპოვარი შრომა და ერთგულება.

ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებასა და სისტემური ბარიერების გადალახვაზეც იმსჯელეს. ისაუბრეს, სამომავლო გეგმებზე. ასევე, მთავრობების ხედვაზე, მალარიის თუ სხვა დაავადებების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოში გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კარგად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, სრულად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი და ანტიმალარიული პრეპარატები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პაციენტისთვის. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები ყოველთვის მზად იქნებიან, საჭიროების შემთხვევაში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების შესასრულებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ასევე დაესწრო „ვირხოვის პრიზის“, გადაცემის ცერემონიას. ვირხოვის ფონდი, ყოველწლიურად, იმ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს აჯილდოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. 2025 წელს, ჯილდო, დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული მიღწევებისთვის გაიცა. ცერემონიას ბერლინის მერი კაი ვეგნერი, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, მეცნიერები, პროფესორები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.

მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს, ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფენტანილის ვაქცინის ადამიანებზე კლინიკური კვლევები იწყება - რა არის ფენტანილის საწინააღმდეგო ვაქცინა? როგორ მუშაობს ის?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights