სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ ხდება ბავშვის ზრდა-განვითარება ასაკობრივად და რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?

როგორ ხდება ბავშვის ზრდა-განვითარება ასაკობრივად და რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?

მაღალი, პროპორციული სხეული ყველას იზიდავს.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა ახდენს გავლენას ადამიანის ზრდა-განვითარებასა და სხეულის ფორმირებაზე? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია.

– როდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში ზრდის სტიმულირება მოვახდინოთ?

– იდიოპათიური და ოჯახური ტანდაბლობის შემთხვევებში სამედიცინო ჩარევა უეფექტოა და არც რეკომენდებული გახლავთ.

– როგორ ხდება ბავშვის ზრდა-განვითარება ასაკობრივად და რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?

– ბავშვის ზრდა-განვითარება ძალზე რთული დინამიკური პროცესია. იგი ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდისგან შედგება. ერთი საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდია, ხოლო მეორე – დაბადების შემდგომი ანუ პოსტნატალური. დაბადებამდე და დაბადების შემდგომ სხვადასხვა ფაქტორი სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს: ემბრიონის, ხოლო შემდგომ – ნაყოფის ზრდა-განვითარება უპირატესად კვებით ფაქტორზეა დამოკიდებული – იმ ნივთიერებებზე, რომლებიც დედის ორგანიზმიდან ნაყოფს პლაცენტის საშუალებით მიეწოდება. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჰორმონული ფაქტორი, კერძოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეცია. დაბადებისას არსებული წონა და სიგრძე საშვილოსნოსშიდა გარემოს ადეკვატურობას ასახავს. ახალშობილის ზომებს ძალიან სუსტი დამოკიდებულება აქვს სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლებთან. დაბადების შემდგომი პერიოდი მოიცავს ჩვილობის, ბავშვობისა და სქესობრივი მომწიფების ფაზებს. 2 წლამდე ზრდასა და განვითარებაში ისევ კვებითი ფაქტორი, ინსულინი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორები (I და II) ასრულებენ უდიდეს როლს. ჰორმონულ ფაქტორზე (ზრდის ჰორმონზე) ეს პროცესები მაინცდამაინც არც ამ პერიოდშია დამოკიდებული. 2 წლისთვის ბავშვის სიმაღლის მაჩვენებელი გენეტიკურად განკუთვნილ განვითარების ხაზს – ცენტილს აღწევს. ამ ასაკისთვის მიღწეულია სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი. 2-დან დაახლოებით 12 წლამდე, სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, ზრდა-განვითარება ძლიერ არის დამოკიდებული ჰორმონულ ფაქტორზე, მათ შორის – ზრდის, სომატოტროპულ და ფარისებრი ჯირკვლის, თირეოიდულ ჰორმონებზე. ჯანმრთელი ბავშვი მიჰყვება მისთვის გენეტიკურად განკუთვნილ სიმაღლის მრუდს და 95%-იანი ალბათობით აღწევს მშობლების საშუალო სიმაღლეს, სტანდარტული გადახრის (+8,5სმ) ფარგლებში. მომდევნო ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების გავლენით ზრდის ტემპი ჩქარდება. ძალზე მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება და როგორი ინტენსივობითა და ტემპით გაგრძელდება ეს ფაზა. ამ დროს შესამჩნევად იცვლება სხეულის ზომები, პროპორციები, აგებულება, ხდება ცხიმის გადანაწილება გოგონებში – გინოიდური, ხოლო ვაჟებში – ვისცერული ტიპით, ყალიბდება ქალისა და მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები.

  რომელი მინერალის ნაკლებობა შეიძლება გქონდეთ, თუ ნაადრევად გაჭაღარავდით

– როდემდე გრძელდება ზრდა?
– გოგონებში – 15-16 წლამდე, ვაჟებში – 17-18-მდე. ამ ასაკამდე შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ და ზრდის სტიმულაცია მოვახდინოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ: ლაპარაკია არა საპასპორტო, არამედ ძვლოვან ასაკზე, რომლის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ხელის მტევნის რენტგენოგრაფია. განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights