სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს

ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონის მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს.

ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი, ონის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა. კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით.

ჯანდაცვის მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონში ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კაბინეტის საკითხი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციის საგანი იყო. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნა.

ონში მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, ონის მერი სერგი ხიდეშელი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ენის ვარჯიშები ბავშვებისთვის“ – სახალისო მეთოდები მეტყველების გასაუმჯობესებლად 🗣️
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights