პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისიახლეებისასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა - სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული...

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა – სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო

სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო – ინფორმაციას “ფეისბუკზე” გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“გარდაბნის რაიონული სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადამ მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო”. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, პარამედიკოს ნინო დარჩიას ბინაში შუა ხნის ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით ავადობდა.

პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. პარამედიკოსმა ნინო დარჩიამ დაუყოვნებლივ დაიწყო ასისტოლიის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ერთად. მესამე ადრენალის გამოყენების შემდეგ გულის მუშაობა აღდგა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ჰოსპიტალიზებული იქნა უახლოეს კლინიკაში, სადაც ამჟამად განაგრძობს მკურნალობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ პარამედიკოსი ნინო დარჩია ზღვაზე დასვენების დროს შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 13 წლის ბავშვი ამოიყვანეს. მისი სწრაფი და კვალიფიციური ჩარევის შედეგად, რამოდენიმე წუთში ბავშვის გულის მუშაობა აღდგა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით დახვდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ევროპაში ყოველ საათში 69 ქალს უდგენენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს, 18 ქალი კი მისგან იღუპება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights