პარასკევი, თებერვალი 27, 2026
მთავარისამინისტროდონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება - ახალი რეგულაციები

დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება – ახალი რეგულაციები

სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება.

ამოქმედდება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

“კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.

ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს როგორც დონორთა, ისე პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებს და შექმნის გამართულ, ერთიან სისტემას ქვეყნის მასშტაბით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოგადი ინფორმაცია - უსაფრთხო სისხლი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights