პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიბლოგირა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს - „წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს...“

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს – „წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს…“

“წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს” – ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

წნევის მარეგულირებელი პრეპარატი, რომელსაც დავლევთ და წნევა დაბლა დაიწევს, არ არსებობს. შეცდომით არის ეს გავრცელებული. მსგავს მედიკამენტებს ძირითადად ისეთ წამლებს უწოდებენ, რომლებიც „პრილ“-ზე მთავრდება. სინამდვილეში ისინი უბრალოდ წნევის დამწევები არიან და მაღალი არტერიული წნევის მკურნალობაში გამოიყენება.

მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი წნევა არ გაწუხებთ და გაქვთ მაღალი, ეს არ ნიშნავს, რომ ის თქვენი წნევაა. არც ასეთი წნევა არ არსებობს მედიცინაში. მაღალი არტერიული წნევა ყოველთვის საფრთხილოა და უმეტეს შემთხვევაში მას სიმპტომები არ ახასიათებს. ამიტომაც უწოდებენ მას „ჩუმ მკვლელს“. ამიტომ თუ გაიზომავთ წნევას და არის მაღალი (130-ზე ზევით), აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რათა თქვენი წნევა იყოს კონტროლირებადი და შეამციროთ ისეთი გართულებების რისკი, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის გართულებები და სხვა“,- ამბობს ექიმი.

მაღალი წნევა- კვება

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ტელეფონი და გაჯეტი აუტიზმს არ იწვევს“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights