ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრორუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.

პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში. მისი თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველაზე შორეულ სოფლებშიც, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებას.

მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ყველა სამსახური მინისტრს გააცნობს მიმდინარე საკითხებს. ასევე ჩავაყენებთ საქმის კურსში რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით“ - თამარ გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights